შუახევის სოფელ ფურტიოში მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა

846

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოში, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, კედლის ჩამოსხმა ერთდროულად სხვადასხვა ადგილებზე მიმდინარეობდა და შპს “მათე 555-მა” საერთო ჯამში 39 057 ლარის სამუშაო შეასრულა.

დასრულებული პროექტი ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღები კომისიის წევრებმა დაათვალიერეს.