ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემოქმედი-გორისფერდის გზის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი დაიწყო

1063

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ შემოქმედი-გორისფერდის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები 1 530 მეტრი სიგრძის გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას ითვალისწინებს, რისთვისაც 527 ათასი ლარია გამოყოფილი. მერიის ცნობით, ჯამში 3 კმ. გზის რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტი რეგიონებსი განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს “გზამშენი“ აწარმოებს.