ჩხოროწყუს სოფელ ზუმში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

816

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში გზის 2კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით განხორციელდება. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე გზის მოხრეშვა მიმდინარეობს. ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების მოწყობაც.

მერიის ცნობით, პროექტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 490 000 ლარით აფინანსებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “ინდიკო“ასრულებს და მისი დასრულების ვადა 2018 წლის 17 დეკემბრით განისაზღვრება.