ბორჯომში, ჩარხისწყლის დასახლებაში, ხიდის რეკონსტრუქცია დასრულდა

1141

ბორჯომში, ჩარხისწყლის დასახლებაში, სამანქანო ხიდის რეკონსტრუქცია დასრულდა.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ხიდზე ახალი გზის საფარი, ტროტუარები, მოაჯირები და განათებები მოეწყო. ამასთან, სამუშაოები ჩატარდა ბურჯებზე, მოხდა მათი გამაგრება, რამაც ხიდზე გადაადგილება სრულიად უსაფრთხო გახადა.

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ჩატარებული სამუშაოებით, მთლიანად შეიცვალა ხიდის ვიზუალური იერსახე.