თიანეთში მერის წარმომადგენლებს ის პროექტები გააცნეს, რომლებსაც საკრებულომ მხარი არ დაუჭირა

1926

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და 2019 წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თიანეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებსაც თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა.

თამაზ მეჭიაურმა მერის წარმომადგენლებს დაავალა, რომ მაჟორიტარ-დეპუტატებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ გააცნონ ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს მათ სოფლებში და ამცნონ, რომ თუ საკრებულო პროექტებს არ დაამტკიცებს – ვეღარ მოხდება მათი განხორციელება.

ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა: სოფელ ზემო არტანში ახალგაზრდული ცენტრის შენობის რეაბილიტაცია; დაბა სიონში და დაბა თიანეთში გარეგანათების დამონტაჟება; სოფელ ალოტის წყალსადენის სათავე-ნაგებობისა და ქსელის მოწყობა; დაბა თიანეთში N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა; სოფელ ალოტში არსებული ორი ხიდის რეაბილიტაცია; დაბა თიანეთში ლაშრის ქუჩა N18, რუსთაველის ქუჩა N72ა და ცხრა აპრილის ქუჩა N39-ში მდებარე მრავალსართულიანი საერთო საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია; სოფელ ღულელებში ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა (ცენტრალური) გზის რეაბილიტაცია; დაბა სიონში, სოფელ ბოჭორმასა და ომარაულებში შიდა გზის რეაბილიტაცია; დაბა თიანეთის ქუჩების რეაბილიტაცია;

ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების (ხევსურთსოფელი, საყდრიონი, დევენაანთხევი) შიდა გზების რეაბილიტაცია;

ჟებოტის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების (ჟებოტა, ძებნიაურები, თეგერაანები, ლელოვანი) შიდა გზების რეაბილიტაცია;

სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების (ნადოკრა, სიმონიანთხევი, თოლენჯი, გორანა, ჭანდრისხევი, ცალუღელაანთკარი, მელიასხევი) შიდა გზების რეაბილიტაცია;

ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების (ზარიძეები, ჯიჯეთი, იარაჯულები, საკრეჭიო, ხოფცა) შიდა გზების რეაბილიტაცია;

ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების (ტუშურები, ალაჭანი, წიკვლიანთკარი, კახოიანები) შიდა გზების რეაბილიტაცია;

სოფლების: ჟებოტა-ლელოვანის, ჟებოტა-ახალსოფლის, ზარიძეები-ჯიჯეთის, დაბა თიანეთი- ჭურჭელაურების დამაკავშირებელ გზებზე გარეგანათების მოწყობა;

სოფლების: ველები-ჩეკურაანთგორის, ნადოკრა- გორანა-სიმონიანთხევი-თოლენჯი-მელიასხევის დამაკავშირებელ გზების და საყდრიონის და ღულელების შიდა ცენტრალური გზებზე გარეგანათების მოწყობა

დაბა სიონში, კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ესტრადის მოწყობა; დაბა თიანეთიში ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში ღია ესტრადის ტრიბუნებზე დეკორატიული სახურავის მოწყობა; სოფელ ჯიჯეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა და ეზოს რეაბილიტაცია;

სოფლების: ზარიძეების, ტუშურების, ჟებოტის, ახალსოფლის, ჩაბანოს, დულუზაურების, არტნის, საყდრიონის, სიონის, ნაქალაქრის, ხევსურთსოფლის, ნადოკრის, ღულელების, სიმონიანთხევის, საბავშვო ბაღების ეზოების კეთილმოწყობა;

მერიის ცნობით, საერთო თანხა 3 936 479 ლარს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, გარდა ზემოთ აღნიშნული პროექტებისა, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდთან, რათა დაფინანსდეს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები: სოფელი თრანი~-ნაქალაქარი- დორეულების მიმართულებით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; სოფელი ზარიძეები – ჯიჯეთის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია; დაბა თიანეთი – სოფელი ჭურჭელაურების მიმართულებით გზის რეაბილიტაცია; სოფელი ჟებოტა – ახალსოფელი – ჩაბანოს მიმართულებით გზის რეაბილიტაცია;