თელავის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

699

თელავის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

კერძოდ, მერიის ინფორმაციით, სოფელ კურდღელაურის მე-7 ქუჩაზე დასრულდა გზის მოხრეშვითი სამუშაოები და მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. სოფელ ბუშეტსა და სოფელ კისისხევში კი წყლის შიდა საუბნო ქსელი რეაბილიტირდა.

ასევე, სოფელ ვარდისუბანში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპორტული მოედნის მშენებლობა.

ამასთან, მერიის ცნობით, ქალაქ თელავში ცენტრალური ხევის მიმდებარე სკვერის მოწყობითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი თუშიშვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.