ქალაქ გურჯაანში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

788

ქალაქ გურჯაანში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც სამშენებლო კომპანია შპს “ქვენიფნელი” ასრულებს, 1 652 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული ქუჩით ადგილობრივების გარდა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს, რადგან მათი თქმით, იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი მდებარეობს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 294 000 ლარს შეადგენს.