ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი მოეწყო

817

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N28-ში, ახალი სკვერი მოეწყო.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 437მ2 ტერიტორიაზე საბავშვო მოედანი, სასმელი წყლის შადრევანი და საჩრდილობელი მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა განათებები, განთავსდა სანაგვე ურნები და სკამები. ამასთან, სავალი ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, სკვერის გარშემო კი, ლითონის ღობე დამონტაჟდა.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს “კაჯეა“ ასრულებს, პროექტის ღირებულება 41 843 ლარია.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს ჩუღურეთში 4 ახალი სკვერი მოეწყო, ხოლო 36 სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.