ნინოწმინდის საკრებულოს თანამშრომლის საქმეს საოლქო დღეს განიხილავს

780

წინა სტატია

დღეს 22 ოქტომბერს ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ნინოწმინდაში ვიზიტის დროს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე იმსჯელებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ორ ოქტომბერს ნინოწმინდის საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრის ამსახველი მასალა გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საკრებულოს ფეისბუქის გვერდიდან მასალა წაშლილია.

ნინოწმინდის საკრებულოს აპარატის უფროსმა არფიკ ტოროიანმა “სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა რომ ფეისბუქის გვერდი, რომელზეც ზურაბიშვილის ვიზიტის ამსახველი ფოტოებია გამოქვეყნებული, ნადვილად მათი ოფიციალური გვერდია, ამ გვერდს თავად მართავს და ფოტოებიც თავად ატვირთა.