სოხუმში აფხაზეთის ომის დაწყების ამსახველ სკულპტურას დადგამენ

773

სოხუმში, წითელი ხიდის რაიონში მემორიალური სკულპტურა დაიდგმება, რომელიც სიმბოლიზირებულად გამოხატავს აფხაზეთის ომის დაწყებას. კომისიამ მონუმენტური ხელოვნების შესახებ, სკულპტორ რუსლან გაბლიას პროექტი უკვე დაამტკიცა. ინფორმაციას ლაივპრესი გამოცემა “აფსნიპრესზე” დაყრნობით ავრცელებს.

ასევე, სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სოხუმსა და ოჩამჩირეში მეორე დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის ძეგლის დასადგმელად კონკურსი გაიმართება. ამასთან, სოხუმში მწერალ ფაზილ ისკანდერის სკულპტურასაც განათავსებენ.