კახა კალაძე ავტობუსებისთვის მიუნხენში ფერებს არჩევს (ვიდეო)

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე მიუნხენში იმყოფება, სადაც ის ახალი ავტობუსების ფერებს არჩევს. მისი თქმით, შოურუმში სხვადასხვა ფერის ავტობუსია წარდგენილი, მერია კი ავტობუსის ფერთან დაკავშირებით ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

კალაძე “მანის“ შოურუმიდან ჩაერთო და მოუწოდა მოქალაქეებს ფერის შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღონ და მერიას გადაწყვეტილების მიღება გაუადვილონ.

შეგახსენებთ, რომ მერია 2019 წლის ბოლოსთვის ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებას გეგმავს. ამასთან, უკვე შეძენილია 90 ავტობუსი, ხოლო 220 ავტობუსის შეძენაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება.

ასევე, ცნობილია, რომ ახალ ავტობუსებში უფასო WI FI დამონტაჟდება. ხოლო, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნებს დააყენებენ, რომელიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია.

დედაქალაქს ჯამში 900 ავტობუსი ეყოლება, ხოლო ყოველდღიურად ხაზებზე 750 იმოძრავებს.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში 105 ავტობუსის, ხოლო 190-მდე მიკროავტობუსის ხაზია. მისივე თქმით, თბილისში 1 800 მიკროავტობუსი და 540 ავტობუსი მოძრაობს.

მსგავსი სიახლეები