საკორინთლო-ახალშენის გზაზე ასფალტს აგებენ

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ საკორინთლოში გზას აგებენ. 1,8 მლნ ლარიან ტენდერში 2,7 კმ სიგრძის გზის მოასფალტებაა გათვალისწინებული. სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ქვემო ჭალიდან იწყება, გადის საკორინთლოს და აღწევს ახალშენს.

საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთს კაპიტალური შეკეთება ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია.

მსგავსი სიახლეები