ამბროლაურის მუნიციპალიტეტს 3 ახალი ავტობუსი მოემსახურება

708

ამბროლაურის მუნიციპალიტეტს 3, თანამედროვე ტიპის, სრულიად ახალი ავტობუსი მოემსახურება.

მერიის ინფორმაციით, ავტობუსები ექსპლუატაციაში უკვე შევიდა. მათი თქმით, თითოეული სატრანსპორტო საშუალება 2018 წლის მოდელია და 26 მგზავრზეა გათვლილი.

მათივე ცნობით, ახალი ავტობუსები მგზავრებს საშუალებას მისცემს მინიმალურ ფასად, კომფორტულად გადაადგილდნენ მათთვის სასურველი მიმართულებით.

“ავტობუსების გადაადგილება განხორციელდება “მოძრავი” გრაფიკის შესაბამისად. ანუ, სხვადასხვა დღეს იმოძრავებენ სხვადასხვა სოფლის მიმართულებით. კონკრეტული დღეების დაზუსტების შემდეგ კი, მოსახლეობას ზუსტ მარშრუტს გავაცნობთ”, – აცხადებენ მერიაში.