ისნის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, ახალი ლიფტები დამონტაჟდა 

710

ისნის რაიონში, რამდენიმე მისამართზე, ახალი ლიფტები დამონტაჟდა.

გამგეობის ცნობით, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, სამონტაჟო სამუშაოები ვაზისუბნის დასახლების N17 კორპუსში, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, I კვარტლის N13 კორპუსსა და ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, III კვარტლის N3 კორპუსში დასრულდა;

როგორც გამგეობასი აცხადებენ, ამ დროისთვის, თანამედროვე ლიფტების სამონტაჟო სამუშაოები წულუკიძის ქუჩა N23 ბ კორპუსში, ვაზისუბნის დასახლების N21 და N22 კორპუსებში მიმდინარეობს;

უახლოეს პერიოდში, ლიფტების რეაბილიტაცია-განახლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების პროგრამით, კიდევ 3 მისამართზე იგეგმება;

მიმდინარე წლის ბოლომდე, გამგეობის დაფინანსებით, ჯამში 9 ახალი, თანამედროვე ლიფტის რეაბილიტაცია განხორციელდება, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 210 000 ლარი გამოიყო”, – აცხადებენ გამგეობაში.