ისნის რაიონში 26 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

664

ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 26 პროექტს ახორციელებს.

გამგეობის ცნობით, ამ დროისთვის, სამუშაოები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს, მათ შორის: ბრტყელი სახურავის რეაბილიტაცია ტარდება ვაზისუბნის დასახლების N20 კორპუსში, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის N11ა და N2 კორპუსებში, ხოლო ქანობიანი სახურავი ლუსინიანის ქუჩა N20-ში იცვლება;

ამასთან, ახალი წყალსაწრეტი მილები ეწყობა ვაზისუბნის დასახლების N20 კორპუსსა და ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში;

10 მისამართზე რეაბილიტაცია უტარდება წყლისა და წყალარინების ქსელებს, მათ შორის: ონაშვილის ქუჩა კორპუსი N10, გურჯაანის ქუჩა N1, ვაზისუბნის დასახლების II მიკრორაიონის კორპუსი N11, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის კორპუსი N14, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის კორპუსი N11ა, ყვარლის ქუჩა N109, სამგორის დასახლება კორპუსი N30, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N37, N53, და N153ა;

სადარბაზოების რემონტი მიმდინარეობს ირბახის ქუჩა N15-ში, ქეთევან წამებულის გამზირის N82-ში, ვაზისუბნის II მიკრორაიონის N2 -სა და N12 კორპუსებში;

სენსორული განათების სისტემა მონტაჟდება მოსკოვის გამზირის N19ა კორპუსში; ხოლო, სართულშუა ნაპრალების ამოვსება წულუკიძის ქუჩა N18 კორპუსში ხორციელდება;

ასევე, თანამედროვე ტიპის ლიფტები მონტაჟდება წულუკიძის ქუჩა N23 ბ კორპუსში, ვაზისუბნის დასახლების N21 და N22 კორპუსებში მიმდინარეობს;

აღნიშნული პროექტებისთვის, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე დასრულდება, ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 575 573 ლარი გამოიყო.

“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ისნის გამგეობამ 2018 წელს ცხრა თვის განმავლობაში, 42 პროექტი განახორციელა. გარდა ამისა, წლის ბოლომდე 80-მდე პროექტი იგეგმება”, – აცხადებენ გამგეობაში.