ვაკის რაიონში თანადაფინანსებულ პროექტებზე 300 ათასამდე ლარი გამოიყო

482

ვაკის რაიონში სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კერძოდ, გამგეობის ინფორმაციით, ლიფტების, საერთო სარგებლობის კიბეების, წყალსაწრეტი მილებისა და სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამ დროისთვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში, 19 პროექტია დაფინანსებული, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000-მდე ლარი გამოიყო.