ხულოს მერი – მესამე პირდაპირი წესით არჩეული მერი, რომელმაც თანამდებობა “საკუთარი ნებით” დატოვა

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ხულოს მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ თანამდებობები საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვეს.

“7 ოქტომბერს, განცხადების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა მერის პირველმა მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ. პირველ მოადგილედ ვახტანგ ბერიძე დაინიშნა. გუშინვე, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ ხულოს საკრებულოს განცხადებით მიმართა თანამდებობიდან წასვლის შესახებ. კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა. ხულოს მერს დღეს უფლებამოსილება შეუწყდა”, – განუცხადეს ხულოს მერიის პრესსამსახურში “ინტერპრესნიუსს”.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მელაძემ “ქართული ოცნებიდან” იყარა კენჭი და 59,58%-ით გაიმარჯვა.

რაც შეეხება მისი მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ბერიძეს, მერის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე, ის ხულოს პოლიციას ხელმძღვანელობდა.

მელაძე უკვე მესამე პირდაპირი წესით არჩეული მერია, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ერთ-ერთი იყო, ვისი გადადგომის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, მაშინ, როდესაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე თორნიკე რიჟვაძემ ჩაანაცვლა. აღსანიშნავია, რომ გოჩა მელაძე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსიც იყო.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე კიდევ ორმა მერმა დატოვა – 27 სექტემბერს ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ, მანამდე, 12 სექტემბერს კი ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ. მასთან ერთად პოსტიდან წავიდა გოგიას პირველი მოადგილეც. როგორც გაირკვა, ზუგდიდის ყოფილი მერის მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. რაც შეეხება ჭიათურის მერს, მისი გადადგომა ჭიათურის მაჟორიტარ დეპუტატ სულხან მახათაძესთან და პოლიციის უფროსთან კონფლიქტს უკავშირდება.

ხულოს მერის ვადამდელი არჩევნების თარიღს ცესკო დაადგენს, თუმცა, საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მერს უფლებამოსილება 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა − უახლოეს მაისში. ამ ჩანაწერის შესაბამისად, ხულოში, ისევე, როგორც ზუგდიდსა და ჭიათურაში, მერის რიგგარეშე არჩევნები გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში მერის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" მერობის
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 54-ვე უბნის მონაცემები შევიდა. წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ ბერიძემ
პარლამენტი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათმა მერობის კანდიდატმა, გეგა შენგელიამ ზუგდიდში ამ დროისთვის ხმათა 54.08%
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძემ არჩევნები შეაჯამა და აჭარის მაუწყებელის პირდაპირ ეთერში ოპონენტებს დაემშვიდობა. ინფორმაციას
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 18 საათისთვის 17 საჩივარია შესული. ამის შესახებ "ბათუმელებს" საოლქო კომისიის თავმჯდომარემ,
ამ დროის მონაცემებით, ყველაზე მეტი საჩივარი ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში დაიწერა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში, 39-ე საარჩევნო უბანთან, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი გადაიღეს. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს
ხულოში გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე, საარჩევნო უბანზე პირადობის მოწმობის გარეშე მივიდა და ვიდრე
ხულოში მიმდინარე არჩევნებზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა 7 საჩივარი დაწერეს. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა
ჩემი არჩევის შემთხვევაში, ყველას მერი ვიქნები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ხულოს მერობის კანდიდატმა განაცხადა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს წელს საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საფეხმავლო ტურისტული
ხულოს მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობას 14 კანდიდატი გააგრძელებს, პარტია "ახალი ქრისტიან - დმეოკრატების“  კანდიდატმა როლანდ
მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. აჭარის ფინასნთა და ეკონომიის სამინისტროს ინფრომაციით,
ვინ და რა ფორმით ებმება პოლიტიკურ მარათონში და რა დაპირებები აქვთ მერობის კანდიდატებს? ამის შესახებ "TV25"
ხულოს მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან" ვახტანგ ბერიძემ პარტიის ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ვახტანგ ბერიძე გამარჯვების
%d bloggers like this: