სწავლა მღრღნელებთან ერთად – რა ხდება ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში (ფოტო)

შვილი წელია ქუთაისის ა(ა)იპ მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეები ანტისანიტარიულ გარემოში, მღრღნელებთან ერთად სწავლობენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

შენობაში დაზიანებულია კედლები, ჭერი და იატაკი. დამტვრეულია მაგიდები და სკამები. დაბზარული კედლებიდან მღრღნელები საკლასო ოთახებში შედიან. პირველი სართულის სარდაფში კი წყალი დგას. ამასთნ, საკლასო ოთახები იმდენად პატარაა, რომ ერთდროულად 4–5 მოსწავლეზე მეტი მეცადინეობას ვერ ახერხებს, მაშინ, როცა უფასო გაკვეთილებზე დასწრების მსურველთა რიცხვმა 2 000–ს გდააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ ყველა ა(ა)იპ-ში სწავლა  უფასო გახდა.

“ეს არის კრიმინალზე მეტი, რაც აქ ხდება. სადღაც გაეჭედებიან მღრღნელები, კვდებიან და მერე ორი კვირა ვსუნთქავთ ამ სუნს. დანაშაულია, როცა ბავშვს აიძულებ ისუნთქოს გარდაცვლილი მღრღნელის სუნი. აქ ჩვენი არსებობა არის შეუძლებელი. 31 მიმარულებით მუშაობს წრეები და გვაქვს მხოლოდ 11 ოთახი. ფიზიკურად ვეღარ ვეტევით. 21–ე საუკუნეში არა დაფა, არა სკამი, უმძიმესი სიტუაციაა”, – ამბობს მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი მარინა მარჯანიშვილი.

მარჯანიშვილი შენობის რეაბილიტაციას შეუძლებლად მიიჩნევს და ალტერნატიულ შენობას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები