ხულოს მერი თანამდებობიდან წასვლას არ ადასტურებს

წინა სტატია

ხულოს მერი თანამდებობიდან წასვლას არ ადასტურებს. გოჩა მელაძე ბათუმში იმყოფება და ამბობს, რომ  ჩვეულებრივ განაგრძობს თანამდებობაზე მუშაობას, 31 ოქტომბრამდე კი შვებულებაში იმყოფება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ გეგმავს არსად წასვლას.

“თუ რამე შეიცვლება, ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებ”, – აცხადებს მელაძე.

შეგახსენებთ, რომ ხულოს მერის გოჩა მელაძის გადადგომასთან დაკავშირებით, დღეს დილით ინფორმაცია გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები