2019 წლისთვის თბილისში 11 საბავშვო ბაღი აშენდება

836

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2019 წელს თბილისში 11 ახალი ბაღის აშენება იგეგმება. მისი თქმით, მიმდინარე წელს 10 საბავშვო ბაღი ააშენეს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

“ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული სკოლამდელი აღზრდის მნიშვნელობა, მითუმეტეს, რომ სახელმწიფოს მიერ მისი უზრუნველყოფა კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული. ჩვენ გვესმის, რომ ყოველწლიურად ბევრი მშობელი ელოდება მოხვდება თუ არა მისი შვილი ბაღში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ყველა მშობელს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავიანთი შვილები მოხვდნენ საბავშვო ბაღებში. ეს გამოწვეულია იმით, რომ არის საბავშვო ბაღების ნაკლებობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ეს ყველაფერი.

სწორედ ამიტომ, 2019 წლისთვის თბილისს კიდევ 11 საბავშვო ბაღი დაემატება. 2019 წლის ბოლოსთვის ეს პროექტები უნდა იყოს დასრულებული.

წელს დაახლოებით 10 ბაღი აშენდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როცა ხდება ბაღებში რეგისტრაციის გამოცხადება, მშობლები ვერ ასწრებენ რეგისტრაციას. დასწრებაზეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არ გვაქვს საკმარისი ბაღები. ბავშვები კონკრეტულ ჯგუფებში არის საკმაოდ დიდი რაოდენობით, რაც გარკვეულ უხერხულობას ქმნის. ამიტომ ბაღების მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მგონია, რომ ეს ახალი ბაღები თავისი დიზაინით და შინაარსობრივად შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მოთხოვნილია ამ მიმართულებით”,- განაცხადა კალაძემ.