კალაძემ “თბილსერვის ჯგუფს” დაავალა, აკრძალულ ადგილებში გაკრული სულელური პლაკატები ჩამორეცხონ

738

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე “თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელს დაავალა, რომ აკრძალულ ადგილებში გაკრული საარჩევნო პლაკატები ჩამორეცხონ. მისი თქმით, ძალიან ცუდია, რომ “სულელური პლაკატები“ ქალაქის მნიშვნელოვან ადგილებს ამახინჯებს.

“მინდა შევეხო საკმაოდ მტკივნეულ და პოლიტიკური სუბიექტებისთვის უხერხულ საკითხს. ყველამ იცით, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული არის კონკრეტული ადგილები, სადაც არ შეიძლება პლაკატების გაკვრა. სამწუხაროდ, თბილისში არის ადგილები, სადაც საარჩევნო პლაკატები არის გაკრული ისტორიულ ძეგლებზე, მეტროს ჩასასვლელებზე და ბევრ ისეთ ადგილას, რაც უხერხულობას ქმნის. მე მაქვს ძალიან ბევრი მაგალითი. მე მესმის, რომ არჩევნებია, მაგრამ ქალაქი ხომ ყველას გვიყვარს?! გული შეგვტკივა მასზე და არ უნდა გამოვიდეთ მარტო ჩვენი ვიწროპარტიული ინტერესებიდან.

ამიტომ მინდა “თბილსერვისის“ ხელმძღვანელს ლევან ჯღარკავას დავავალო, რომ დღესვე დაიწყოთ დასუფთავება და გარეცვხვა ამ კონკრეტული ადგილების.

არის გამოყოფილი ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება განათავსონ პლაკატები და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და ამახინჯებენ ამ სულელური პლაკატებით. დღესვე იმოქმედეთ“, – მიმართა კალაძემ ლევან ჯღარკავას.