დაბა შუახევის ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

989

დაბა შუახევის ბაგა-ბაღს რეაბილიტაცია უტარდება. მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით სრულად რეაბილიტირდება არსებული შენობა. კერძოდ, შეიცვლება შიდა კომუნიკაციები, გადაიხურება შენობის სახურავი, გარემონტდება შიდა და გარე ფასადი, მოეწყობა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო, აშენდება საქუაბე და დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა.

მათი ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 225 000 ლარა გათვალისწინებული.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს “ბილდ მენეჯმენტი“ ახორციელებს, რომელსაც 10-ამდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ბაღს კაპიტალური რემონტი წლებია არ ჩატარებია, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი განახლებული ინფრასტრუქტურით 110 ასაზრდელი ისარგებლებს.

“სარეაბილიტაციო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება”, -აცხადებენ მერიაში.