ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქე ტომრებით ნაგავს ყრის (ვიდეო)

884

ბათუმიში გორგასალის ქუჩაზე, სავარაუდოდ, მუშა ახალაშენებული კორპუსის მე-5 სართულის აივნიდან,  რემონტის შემდეგ დაგროვილ ნაგავს ტომრებით ეზოში ყრის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

აღნიშნული ვიდეო მომიჯნავე კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქემ გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ბათუმის “სანდასუფთავების” სამსახურში აცხადებენ, რომ სამშენებლო ნაგვის ქუჩაში დაყრა დასჯადია და სანქცია 200 ლარიდან იწყება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნაგვის ტომრების ეზოდან გატანა მალევე იგეგმება, ის მაინც ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ  ნაგავი შენობიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიტანოს პირმა, თუ სპეციალური ტექნიკა უკვე ეზოშია მობილიზებული.