აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება

1174

სტატიის გაგრძელება

აღმოსავლეთ კავაკასიონის ერთ-ერთ მწვერვალს ჟიული შარტავას სახელი მიენიჭება. ეს ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის. ამ წინადადებას მხარი, ოლიმპიურმა კომიტეტმა და მთამსვლელებმა დაუჭირეს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მანამდე, 27 ივნისს ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისათვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებას ითვალისწინებს.

ეროვნული ალპინიადა 21 სექტემბერს დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციამ, თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლამ – პარტნიორობის მომზადების და განათლების ცენტრმა და საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მიიღეს.

დასკვნითი ღონისძიების გამართვა ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება, სადაც კავკასიონის მწვერვალს ოფიციალურად მიენიჭება ჟიული შარტავას სახელი.