ქვემო სამგორში 7 სკვერი მოეწყობა

699

სამგორის რაიონში 5 მისამართზე ახალი სკვერი მოეწყო, 2 მისამართზე კი სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩის N22-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერი 600 კვ.მ ფართობზე ეწყობა, სადაც საბავშვო ატრაქციონები, საპარკე სკამები და სავარჯიშო ტრენაჟორები განთავსდება. ასევე, დამონტაჟდება განათების სისტემა. ამავე ქუჩაზე მეორე სკვერის მოწყობა უკვე დასრულდა.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ახალი სკვერი მოეწყო ქინძმარაულის შესახვევშიც. N21-ის მიმდებარედ განთავსებულ სკვერში სკამები და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა;

ასევე, სკვერების მოწყობა დასრულდა ბოგდან ხმელნიცკის ქ. N181-ის, მოსკოვის გამზირის N14-ის მიმდებარედ და გარდაბნის გზატკეცილზე. ხოლო, ჭიჭინაძის N29 ბ-ს მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. ახალ სკვერში საბავშვო ატრაქციონები უკვე მოეწყო. ამასთან, განთავსდება სკვერისთვის შესაბამისი სხვა ინფრასტრუქტურაც.