10 დღე კოსტავასა და შარტავას ქუჩებზე შუქნიშნები არ იმუშავებს

კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის გამო შუქნიშნები 10 დღე გათიშული იქნება.

თბილისის მერიის ინფრმაციით, ამჟამად, შუქნიშნების სარეკონსტრუქციო სამუშაოები შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: კოსტავასა და მიროტაძის ქუჩების გადაკვეთაზე; კოსტავას ქუჩა N75-თან; კოსტავას ქუჩა N77-თან; შარტავასა და კალანდაძის ქუჩების გადაკვეთაზე.

როგორც მერიაში აცხადებენ,  სააკაძის მოედანი ქვეითთათვის, მათ შორის, შშმ პირებისთვის ადაპტირდება და არსებულ შუქნიშნებს ქვეითთა სექციებიც დაემატება.

ასევე, ქვეითთა შუქნიშნები შარტავას ქუჩა N7-თან – თბილისის მერიის შენობასთან და შარტავას ქუჩა 42-თან დამონტაჟდება, რაც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს.

შუქნიშნები ეტაპობრივად 10 დღის განმავლობაში ჩაირთვება.

მსგავსი სიახლეები