ცაგერში N2 ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

759

ქალაქ ცაგერში N2 ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების პროცესშია.

მერიის ცნობით, აღნიშნულ საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა და მოეწყო ახალი სველი წერტილები. ამასთან, განახლდა საბავშვო ოთახები და  სამზარეულო. მერიის განმარტებით, ახალი ბაგა-ბაღი თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ეზოს მოპირკეთება, შეღებვა და დასუფთავება.

“სულ მალე აღსაზრდელები ამორტიზირებული შენობის ნაცვლად, განახლებულ ბაგა-ბაღში დაბრუნდებიან”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.