ხულოში შიდა სასოფლო გზებზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

791

ხულოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

“შესყიდული იქნა 630 კუბური მეტრი მზა ბეტონი, რომელიც დეკანაშვილების, ქედლების, ძირკვაძეების, განახლების, გოდგაძეების, ოქრუაშვილების, დუაძეების, უჩხოს, ზემო ვაშლოვანის, ქვემო ვაშლოვანის, თაგოს, დიდაჭარის, ირემაძეების, გობაძეებისა და ბოღაურის სასოფლო გზებზე მოეწყობა”, – აცხადებენ ხულოს მერიაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლისთვისაც ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 115 920 ლარი გამოიყო, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. “გიო+2016“ ახორციელებს.

მერიის ცნობით, ბეტონის საფარს ეტაპობრივად სხვა სოფლებშიც დააგებენ.