საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა აქვს

საჩხერის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობა სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარითა და კომპიუტერებით. ამასთან, ცენტრში სამუშაო, მოსასვენებელი და ტექნიკური 11 ოთახია გამოყოფილი. ხოლო, გარე პერიმეტრზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური სივრცეა მოწყობილი.

ცენტრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ, ავთანდილ თალაკვაძესთან, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერ ბენიამენ ფალავანდიშვილთან ერთად გახსნა.

ადმინისტრაციის ცნობით, იმერეთის რეგიონის 12–ვე მუნიციპალიტეტს უკვე აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო დახმარების ცენტრი, აქედან 11–ს ბოლო 3 წლის განმავლობაში შენობები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით გადაეცა.

“ახალი სასწრაფო-სამედიცინო ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამ დრომდე არსებულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს საკუთარი შენობა არ ჰქონდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

2017 წლიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა.
დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა ზვიად შალამბერიძემ დაიკავა.
იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, პრომეთესა და საწურბლიას მღვიმეების, გორდში ოკაცეს
წინა სტატია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის პოსტზე დავით გორდელაძის კანდიდატურა განიხილება.როგორც  გამოცემა "ნიუპრესი" წერს,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში მოსახლეობას შეხვდება. როგორც
პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიმდინარე ბიზნეს ფორუმს, რომელიც სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდ გამოფენა-გაყიდვას
გამოცემა "ქუთაისის პოსტის" ინფორმაციით, ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის შავლეგო ტაბატაძის მოადგილეებმა,
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
წინა სტატია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კომპანია, რომელიც მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ დეკლარაციაში
სტატიის გაგრძელება იმერეთის მხარის რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე ქონებრივი დეკლარაციის არასრულად შევსების გამო, შესაძლოა, დააჯარიმონ. ინფორმაციას
წინა სტატია იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების მხრივ, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, პრობლემები არსებობს
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე მოადგილეებთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებს, ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებსა და მშენებელი კომპანიების
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობას, 25 წლიანი უწყლობის შემდეგ,  სასმელი წყლის ახალი სისტემა ექნება. როგორც
"ნაციონალური მოძრობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ გადაცემა "თავისუფალ ტრიბუნაში" განაცხადა, რომ ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმებმა 800–ზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს. აქედან 40–ს სმენის პრობლემის სხვადასხვა
%d bloggers like this: