ქუთაისის მერია: ბოლო 9 თვის განმავლობაში 18 ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

1197

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ბოლო 9 თვის განმავლობაში 18 ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. როგორც მერიაში აღნიშნავენ, მათ შორის არის ისეთ ქუჩები და ჩიხები, რომელთა რეაბილიტაციაც ათეული წლებია არ მომხდარა.

მათი ინფორმაციით, უკვე დასრულდა ბელიაშვილის და ვალერიან გუნიას ქუჩების ბეტონის საფარით მოწყობა ღვარსადენთან ერთად.

“სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დასრულდა ტყიბულის მე-2, მე-3 შესახვევის, დ. თავდადებულის მე-2 შესახვევის და თომაშვილის პირველი ჩიხის გზის ბეტონის საფარით მოწყობა. ასევე, გელათის მე-4 შესახვევის გზის ბეტონის საფარით მოწყობა. ტყიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთის, ლესელიძის მე-2 შესახვევის, გელათის ქუჩაზე დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის და მწვანე ყვავილას №186, 188, 190, 192, 194, 196 ნომრებთან გზის ბეტონის საფარით მოწყობა.

ამასთან, დასრულდა ახალგაზრდობის მე-6 და მე-7 შესახვევების, ზვიად გამსახურდიას მესამე ჩიხის გზის საფარის მოწყობა ღვარსადენთან ერთად, თაბუკაშვილის ქუჩის ბოლო მონაკვეთში ეკლესიასთან მისასვლელი გზის ასფალტის, ასლანიკაშვილის პირველი შესახვევის, ლესელიძის 1ა ჩიხის და ე. გაბაშვილის ქუჩის გზის ბეტონის საფარით მოწყობა“, – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.