რუსთავის მერიაში გარემოს დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

768

რუსთავის მერიაში გარემოს დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. მერიის ცნობით, ქალაქში არსებული მსხვილი საწარმოების გარემოზე ზემოქმედების შესწავლის და შესაბამისად, გასახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საინიციატივო ჯგუფის – “გავიგუდეთ“ წევრებს შეხვდა.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების შემცირების გეგმა, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად შემუშავდეს. ამასთან, მერიის ინფორმაციით, საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებსაც, რომელიც ამ კუთხით, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე შესაბამისი სამინისტროს მიერ უკვე ხორციელდება.

შეხვედრას ქალაქის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი დავით ბეგაშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მწვანეების“ ხელმძღვანელი ბონდო მამულაშვილი და საოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით იშხნელი ესწრებოდნენ.