თერჯოლის სოფელ გოდოგანში “თამარის ხიდის“ რესტავრაცია დაიწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანში საფეხმავლო ისტორიული ხიდის, ე.წ. “თამარის ხიდის“ რესტავრაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“მდინარე ჭიშურაზე არის თამარის თაღიანი ხიდი, რომელიც, როგორც წარწერა იუწყება, რესტავრირებულია 1668 წელს და უნიკალურია იმით, რომ დღესაც მოქმედია. ხიდის რესტავრაციაში ადგილობრივ სამსახურებთან ერთად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც არიან ჩართული“,- განაცხადა თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ თერჯოლის თვითმმართველობას იმედი აქვს, რომ განვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურაც და უცხოელ ვიზიტორთა ინტერესი გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები