ზუგდიდის საკრებულოს შენობაში საბავშვო კუთხე მოეწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის პირველ სართულზე საბავშვო კუთხე მოეწყო. საბავშვო კუთხის მოწყობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, სალომე ფაცაციას ინიციატივაა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“თანამშრომლებმა შევაგროვეთ, ვისაც რამდენი შეგვეძლო და პატარა კუთხე მოვაწყვეთ. სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მონაწილეობა მიიღონ კუთხის მოწყობაში. მომავალში ვგეგმავთ სივრცის შემოღობვას და მეტი სათამაშოს შეძენას“, – განაცხადა სალომე ფაცაციამ.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ შენობებში ბავშვებისთვის სათამაშო სივრცის მოწყობის შესახებ ინიციატივით დეპუტატმა სალომე ფაცაციამ ზუგდიდის საკრებულოს აგვისტოს თვეში მიმართა.

მსგავსი სიახლეები