კირცხის საბავშვო ბაღის გახსნა ოცნების“ ტორტით ცესკომ დარღვევად არ მიიჩნია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის გახსნაზე თანამშრომლების მიერ “ქართული ოცნების“ ლოგოს გამოსახულებით ტორტის გამოცხობა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დარღვევად არ მიიჩნია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ვინაიდან “ქართული ოცნება“ არ არის სარჩევნო სუბიექტი, ეს ფაქტი ვერ ჩაითვლება საარჩევნო აგიტაციად და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.

ცესკოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომელმაც მას ამ ფაქტზე რეაგირებისთვის მიმართა.

“ვინაიდან ღონისძიებაზე გამოყენებული იყო პარტიის ლოგოს გამოსახულებიანი ტორტი და საარჩევნო კოდექსის თანახმად, აკრძალულია ამგვარი რესურსის გამოყენება. კერძოდ, ბიუჯეტის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორს ეკრძალება აგიტაციის გაწევა და ის არგუმენტი, რომ თავად „ქართული ოცნება“ არ არის რეგისტრირებული სუბიექტი არჩევნებზე, არ არის მისაღები არგუმენტი. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას“, – ამბობს “სამართლიანი არჩევნების“ იურისტი ნინო რიჟამაძე.

შეგახსენებთ, რომ კირცხში საბავშვო ბაღის ახალი შენობა 17 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა. გახსნაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა იმყოფებოდნენ. საბავშვო ბაღის გახსნაზე ბაღის თანამშრომლებმა ტორტი გამოაცხვეს და “ქართული ოცნება“ დააწერეს.

ბაღის გამგე მიმოზა დამენია ამბობდა, რომ “ქართული ოცნების“ ლოგო ტორტზე “ხელისუფლების მიმართ პატივისცემის ნიშნად“ დაიტანეს.

მსგავსი სიახლეები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში მერის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" მერობის
ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიაში 54-ვე უბნის მონაცემები შევიდა. წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ვახტანგ ბერიძემ
წინა სტატია მარნეულის 39-ე საარჩევნო უბანზე ხმაურია. უბანზე ხმებს უკვე მეოთხედ ითვლიან, რადგან სამაგიდო სიებსა
ამ დროის მონაცემებით, ყველაზე მეტი საჩივარი ზუგდიდისა და მარნეულის ოლქებში დაიწერა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით,
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემების თანახმად მარნეულში ამომრჩეველთა რაოდენობა 99 717-ია , რაც საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბი მოუწოდებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, ჩამოვიდეს ზუგდიდში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა
წინა სტატია 19 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი, -
მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს, მიმართონ სამართლებრივ მექანიზმებს თუ ხედავენ, რომ ადგილი აქვს რაიმე კანონდარღვევას
წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებას, - ამის შესახებ
ჩვენ კითხვები თამარ ჟვანიასთან არ გვაქვს, რადგან ვხედავთ, რომ საარჩევნო კომისია ცდილობს წარმართოს და მართავს
პრლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არც ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და არც პრემიერმინისტ მამუკა
როგორც რომან გოცირიძემ განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით
მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, რადგან უკვე ძალიან
ცენტრალურმა საარჩვენო კომისიამ ზუგდიდის საოლქო საარჩვენო კომისიაში დღეს მომხდარ დაპირიპირებაზე განცხადება გააკეთა. "ზუგდიდის საოლქო საარჩევნო
წინა სტატია სტატიის გაგრძელება "ყველა ერთმანეთის ნათესავია, ბატონებო და ქალბატონებო,“ - ასე უპასუხა ზუგდიდის N67
%d bloggers like this: