ნაძალადევის რაიონში კომპლექსური სპორტული ცენტრი გაიხსნა

1866

ნაძალადევის რაიონში, ახალი სპორტული ცენტრი გაიხსნა. მერიის ინფორმაციით, ზღვის უბნის დასახლებაში, 3 247 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ცენტრი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, 1 500-მდე მომხმარებელს მოემსახურება.

ნაძალადევის რაიონში მდებარე სპორტული კომპლექსი ჭიდაობის დარბაზს, კრივის რინგს, ორ საცურაო აუზს (დიდი – 25 მ. პატარა – 15 მ), ფიტნეს-დარბაზს, გასახდელებსა და სველ წერტილებს, კაფესა და სპორტულ მაღაზიას მოიცავს. ამასთან, ცენტრში იფუნქციონირებს ცურვის, წყალბურთის, ჭიდაობის, კრივის, მხატვრული ტანვარჯიშის, აღმოსავლური ორთაბრძოლისა და ფიტნესის სექციები.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სპორტული კომპლექსების მშენებლობის პროგრამა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას ისახავს მიზნად.