ფოთის მერის მოადგილე ირაკლი თოფურია თანამდებობიდან გადადგა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი თოფურია თანამდებობიდან გადადგა. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, თოფურიამ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ეს მისი პირადი სურვილი და გადაწყვეტილებაა. ირაკლი ყველას ძალიან გვიყვარს და რა თქმა უნდა, პატივისცემით ვიღებთ მის გადაწყვეტილებას. ის ძალიან დაგვაკლდება ყველას, როგორც კარგი პროფესიონალი. მან ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა ქალაქისთვის, რათა ის პრობლემური დარგები, რაც მას ებარა, წინ წამოეწია“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა.

ირაკლი თოფურია ფოთის მერის მოადგილედ გასული წლის 13 ნოემბერს დაინიშნა. ის ინფრასტრუქტურა-მშენებლობის დარგს კურირებდა.

მსგავსი სიახლეები