რუსთავში 4 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

856

რუსთავში, ყაზბეგის, იაღლუჯის, ვაჟა ფშაველას, გორის ქუჩებსა და ყაზბეგის ქუჩის ჩიხებში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, ყაზბეგის ქუჩის მეორე ჩიხში ბეტონის დასხმის სამუშაოები ტარდება.

რუსთავში ვაჟა-ფშაველასა და გორის ქუჩების რეაბილიტაცია მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, აპრილში დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება იაღლუჯის, გორის, ვაჟა ფშაველას ქუჩებს, ყაზბეგის ქუჩის I, II გასასვლელს, I და II ჩიხებს, ვაჟა ფშაველას ჩიხს, გორისა და ვაჟა ფშაველას ქუჩების დამაკავშირებელ გზას.

როგორც მერიაში აცხადებენ, ასფალტის საფარი იცვლება 20 438 კვ.მ ფართობზე, ეწყობა სანიაღვრე ქსელი საერთო სიგრძით 1821 მეტრი.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “სამშენებლო კომპანია მაგისტრალი“ ახორციელებს. პროექტისთვის 1 მილიონ 407, 000 ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო.