ზუგდიდის მერია მე-10 სკოლის მოსწავლეებს, სავარაუდოდ, ტრანსპორტს გამოუყოფს

1765

წინა სტატია

მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთათვის ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნაზე განათლების სამინისტრო ინფორმირებულია და აცხადებენ, რომ პრობლემის მოგვარებაზე ზუგდიდის მერია მუშაობს. კითხვის პასუხად, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ამ ყველაფერს, რას მოიმოქმედებს სამინისტრო, განმარტეს, რომ საკითხი სავარაუდოდ დადებითად გადაწყდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფის მოთხოვნით მერიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და დეპუტატმაც მიმართა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ მუშაობენ და საკითხი სავარაუდოდ მომავალ კვირაში გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა ადგილობრივ თვითმმართველობას თხოვნით მიმართეს, რათა მოსწავლეებისათვის ტრანსპორტი გამოეყოთ. მათი თქიმით. მას შემდეგ, რაც სარემონტო სამუშაოების გამო დროებით მესამე საჯარო სკოლაში გადავიდნენ, ბავშვებს შორი გზის გავლა უწევთ,  რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

ცნობისთვის, ზუგდიდის ხუთი სკოლა აპრილის ბოლოდან სხვა შენობებში აგრძელებს ფუნქციონირებას. მიზეზი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.