ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტის ათვისებაზე სირთულეები აქვს

757

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ შეძლებენ თუ არა 2018 წლის ბიუჯეტის ათვისებას, თუმცა მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი აღიარებს, რომ ამ მხრივ სირთულეები არსებობს. ინფორმაციას იმედნიუსი ავრცელებს.

მზია გიორგობიანი ათვისების პრობლემას ტენდერების ჩატარების წესს უკავშირებს.

“ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. არის გარკვეული სირთულეები პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით. ძირითადი ნაწილი მოდის რიკოთის მონაკვეთთან დაკავშირებით, სადაც ამ ეტაპზე ტენდერი მიმდინარეობს. საკმაოდ რთული პროცედურებებია. ყველა მონაკვეთი საერთაშორისო საფინანსოს ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭრით კეთდება, აქედან გამომდინარე მათი პროცედურებით ხორიელდება. ჯერჯერობით ვერ გეტყვით როგორ შევძლებთ (ბიუჯეტის) შერსულებას, თუმცა სირთილეები ნამდვილად გვაქვს”, – განუცხადა მზია გიორგობიანმა ჟურნალისტებს.

2018 წლის 9 თვის მონაცემებით, ინფრასქტრუქტურის სამინისტროს გეგმა 1 010 882 500 ლარს შეადგენდა, მაგრამ უწყებას რეალურად 627 427 596 ლარი აქვს ათვისებული.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემდეგი წლის ბიუჯეტი თითქმის 140 მილიონით იზრდება და 1 მლრდ 965 მლნ ლარი იქნება.