როგორ უყარეს კენჭი ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას

805

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია შეროზიამ, რომელმაც საკრებულოს სხდომა მანამდე ორჯერ დატოვა, ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი კენჭისყრაზე მოულოდნელად, სხდომის განახლებისთანავე ისე დააყენა, რომ იქ მყოფ მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვების დასმის საშუალება არ მისცა. კენჭისყრის შემდეგ არ დათვლილა მომხრათა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც.

შეროზიამ სხდომა კენჭისყრის ჩატარებისთანავე დატოვა.