ადიგენის სოფელ ბენარში დაწყებითი კლასებისთვის ახალი სკოლა აშენდა

633

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლის (შოლავერის დაწყებითი კორპუსი) მშენებლობა დასრულდა.

მერიის ცნობით, ახალაშენებული სკოლა დაწყებითი კლასების 25 მოსწავლეზეა გათვილილი, აქ ორი საკლასო ოთახი, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო და სპორტული დარბაზია. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.  მათივე ინფორმაციით, ამჟამად სკოლაში 14 ბავშვი სწავლობს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სკოლის მშენებლობა 2018 წლის 1 თებერვალს დაიწყო და 2018 წლის 15 აგვისტოს დაასრულა.

სკოლის შენობის სახელშეკრულებო ღირებულებაა 452 073 ლარი.

სკოლა საზეიმო ვითარებაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ და ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ ბავშვებთან ერთად გახსნეს.