ახალციხეში ერთ-ერთ რვასართულიან კორპუსში ლიფტებს დაამონტაჟებენ

ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რვასართულიანი კორპუსის მცხოვრბელები სადარბაზოებში ლიფტების დამონტაჟებას წლებია ითხოვენ. მიმდინარე წელს თვითმმართველობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად 100 ათას ლარზე მეტს დახარჯავს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

შალვა ვოსკანიანი თამარაშვილის N2–ში მდებარე რვასართულიან კორპუსში მეშვიდე სართულზე ცხოვრობს. იგი 75 წლისაა და ამბობ, რომ ასაკის მატებასთან ერთად მეშვიდე სართულზე ლიტფის გარეშე ასვლა უჭირს.

“თითქმის 35 წელია ულიფტოდ ვართ. ამ კორპუსში 1974 წელს შემოგვასახლეს, იმის მერე ლიფტმა ალბათ 10 წელი იმუშავა და გაფუჭდა. წლებია ასე ვწვალობთ. ასაკოვნებს მაღალსართულზე ასვლა–ჩამოსვლა აღარ შეგვიძლია ფეხით“, – ამბობს ვოსკანიანი.

იმის გამო, რომ კორპუსში ლიფტი არაა, მათ ვისაც გადაადგილება უჭირთ, სახლიდან იშვიათად გამოდიან.

“ინსულტი მაქვს გადატანილი, დიდი ხანია ეზოში არ ჩავსულვარ და როცა ჩავდივარ სხვები მეხმარებიან“, – ამბობს ვოსკანიანის მეზობლად მცხოვრები ელეონორა კახნიაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ თამარაშვილის ქუჩა N2–ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სამივე სადარბაზოში ლიფტების დემონტაჟის და მონტაჟის სამუშაოების უზრუნველყოფაზე ტენდერი 125 895 ლარზე გამოაცახა. წინადადებების მიღება დღეს, 10 ოქტომბერს დაიწყო.

მსგავსი სიახლეები