გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა

996

“ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. ინფორმაციას ლიბერალი ავრცელებს.

დეპუტატი წინა თვეში აცხადებდა, რომ საშუალება არ ჰქონდა, ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია დაეფინანსებინა.

“მე სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, – განაცხადა მან “რადიო მოზაიკასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ იოსებ მაკრახიძემ 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” 25 000 ლარი შესწირა, ხოლო 2016 წელს „ქართულ ოცნებას” – 50 000 ლარი.

“მე 45 წელია ვმუშაობ და დანაზოგი ყოველთვის მაქვს.აქედან გადავურიცხე ის თანხაც. მივხვდი, რომ ღირსეული კანდიდატია და ეკუთვნის მხარში დგომა. ათასი სტუმრიანობა აქვს, შეხვედრები აქვს და წაადგება. არავის არ დაუძალებია და ურჩევია. ან ვის რა უფლება აქვს, პარლამენტარი კაცი ვარ. გადაწყვეტილება ამაზე თვითონ მივიღე”, – აცხადებს იიოსებ მაკრახიძე “რადიო მოზაიკასთან” საუბრისას.