გორის მერს რასიზმში ადანაშაულებენ (ვიდეო)

1162

გორის მერი სკანდალში გაეხვია, მიზეზი კი ის გამონათქვამები გახდა, რომელიც მან კარალეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას, 2008 წლის ომის შესახებ საუბრის დროს გამოიყენა. ინფორმაციას ტელეკომპანია მაესტრო ავრცელებს.

ის რომ ომი სქართველომ დაიწყო  სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ხმამაღლა გორის მერმა თქვა. კონსტანტინე თავზარაშვილმა კარალეთის მოსახლეობას უთხრა, რომ 2008 წელს პირველი დაბომბვა ცხინვალის მიმართულებით საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს.

ომის თემა ერთადერთი არ იყო, რაზეც თავზარაშვილმა ამომრჩევლებთან ისაუბრა, მან ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისიც ახსენა, თან ისე, რომ ახლა მას რასიზმში ადანაშაულებენ.