ბრიტანულმა ჟურნალმა თბილისის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

756

მსოფლიოში ცნობილმა სამოგზაურო ჟურნალმა “Conde Nast Traveler-მა“ თბილისის შესახებ სტატია გამოაქვეყნა,

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გამოცემის ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა.

“თბილისივით მიმზიდველი დღეს ევროპის არც ერთი ქალაქი არ არის. აზიის საზღვარზე მდებარე ეს ქალაქი გამორჩეულია წარსულით, მრავალფეროვნებით და უსაზღვრო ენერგიით“, – წერს ტარა იზაბელა ბარტონი.

სტატიაში აღწერილია თბილისის ღირსშესანიშნაობები, სასტუმროები, კვების ობიექტები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები და ქართული კერძები. ჟურნალისტი აღწერს აბანოთუბანს, გოგირდის ცხელ წყლებს, თბილისის დაარსების ლეგენდას და ა.შ.

“Condé Nast Traveler მთელ მსოფლიოში მილიონობით მკითხველი ჰყავს. გამოცემას Facebook-ზე 2 მილიონამდე, ხოლო Twitter-ზე 3,3 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

სტატიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.