შეკვეთილში მიწისქვეშა კომუნიკაციის მონტაჟი დასრულდა და გზის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

1282

წინა სტატია

შეკვეთილში მიწისქვეშა კომუნიკაციის მონტაჟი დასრულდა და ამჟამად, მერიის ინფორმაციით, 830 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებს შპს “პალადა” ახორციელებს.

პროქტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, შეკვეთილის შიდა გზების მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება.