ზუგდიდში 3 გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

633

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 3 გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა.

მერიის ცნობით, ტენდერი გამოცხადდა: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის ცენტრამდე გზის სარეაბილიტაციო (მეორე ეტაპი) სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარია.

ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქტომბრის ცენტრიდან ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის ახალკახათის გავლით, ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზამდე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო მესამე ეტაპის სამუშაოებზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 400 000 ლარია.

ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრიდან №1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარია.