წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება

989

წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია უტარდება. მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ცენტრალურ სტადიონზე უკვე მოწყობილია თანამდეროვე სტანდარტების ბუნებრივი საფარის მოედანი, ამჟამად კი ტრიბუნების, ლოჟების, სარბენი ბილიკებისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 458 000 ლარი.

“წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. საშუალება გვექნება წყალტუბოში ვუმასპინძლოთ მაღალი დონის მატჩებს, რაც ხელს შეუწყობს წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას”, – განაცხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა, გრიგოლ იოსელიანმა.