ხულოს სოფელ წაბლანაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობის განცხადებით, ჰესის მშენებლობამ წყლის დაშრობა გამოიწვია, რის გამოც მათ სასმელი წყალი არ მიეწოდებათ და ვერც მოსავალი მოჰყავთ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ჰესის მშენებლობის გამო ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც აქციის მონაწილეები ჰესის მშენებელ კომპანიას მოუწოდებენ, რომ უსაფრთხო გარემო შეუქმნას მათ, მოხდეს ან გასახლება, ან კომპენსაციის გაცემა. ისინი პროცესებში ხელისუფლების ჩართვასაც ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები