გლდანში 5 ავტოფარეხის ნაცვლად სკვერი მოეწყობა

741

მოსახლეობის ინიციატივით გლდანის პირველი მიკრორაიონის N3 ბ კორპუსის მიმდებარედ, ხუთი ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს.

გლდანის რაიონის გამგეობა დემონტაჟის სამუშაოების დასრულებისთანავე, აღნიშნულ მისამართზე სკვერსა და საპარკინგე ზონას მოაწყობს.

როგორც გლდანის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სკვერში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.

შეგახსენებთ, რომ ავტოფარეხების დემონტაჟი და მათ ნაცვლად სკვერების მოწყობა თბილისის მერის ინიციატივის შესაბამისად ხორციელდება.